logo_geo
eng_logo
პატიმრის მეზობელი: ფსიქიკური პრობლემები ადრეც ჰქონდა
- +

14 თებერვალი. 2018. 21:00



პატიმარ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის მეზობლის თქმით, ფსიქიკური პრობლემები პატიმარს ადრეც ჰქონდა. როგორც ტელეკომპანია „იბერიის" საინფორმაციო გამოშვებისათვის მიცემულ კომენტარში ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის მეზობლებმა განაცხადეს, ჩოფიკაშვილს ფსიქიურ აშლილობაზე ადრეც სმენიათ.


„თუ რამე მოხდა ეს სასმლის გამო მოხდა ალბათ. ძალიან კარგი და ზრდილობიანი პიროვნება იყო. ამბობდნენ რომ ფსიქიკური პრობლემები სასმლის პერიოდში ჰქონდა", -აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა ქალბატონმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.


მსჯავრდებული ნ. ჩ. ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner