logo_geo
eng_logo
ხულოში, სოფელ წაბლიანში საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა დაიწვა
- +

18 მარტი. 2018. 01:15



ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლიანში რამინ დავითაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს. ხულოს საკრებულოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.


ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა დაიწვა.


ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner