თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაიწვა 600 კვმ-ბზე განთავსებული სასაწყობე ფართი, სადაც მარილი ინახებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 50 მეხანძრე-მაშველი, 11 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ჯგუფი, 2 სახანძრო კიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.