logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად
- +

16 მაისი. 2018. 17:53

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

 

„წელს დედაქალაქში 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, რაც თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ქალაქის განვითარებას მოხმარდება. კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰა მიწა გამოეყოფათ.

 

საკუთრება დაუკანონდებათ ე.წ. უკანონოდ დასახლებულ ოჯახებს. ვიცით, რომ ეს საკითხები უკვე გადაუჭრელ პრობლემებში მოიხსენიებოდა.

 

ასეთი სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. ამიტომ მსგავს პროექტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner