logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა ბოლომდე იყო მომზადებული
- +

17 მაისი. 2018. 16:13

 

 

„დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  ყველა ხედავს, რომ დღეს თბილისის ქუჩებში საპოლიციო მზაობაა და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მსვლელობის გამართვაც კი არის შესაძლებელი.

 

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოება ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იმართება, ხოლო ლგბტ თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს აქციას აღარ გამართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner