logo_geo
eng_logo
დეპუტატებმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
- +

13 ივნისი. 2018. 14:50

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

„დღეს, მოგეხსენებათ 13 ივნისია. ტრაგიკული დღე! ყველას გვახსოვს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პლენარულმა სხდომაზე დეპუტატებმა სამი წლის წინ, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner