logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება
- +

12 ივლისი. 2018. 11:21

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება. განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა და მოუწოდა ახალგაზრდებს, შეიტანონ წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.

 

„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას.

 

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა!

 

ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვეხარდება!

 

ახალგაზრდებო, ვისაც გაქვთ სურვილი, დადგეთ ჩვენთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, შეიტანოთ თქვენი წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

555 444 227 / 591 724 444.

ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://Facebook.com/GeorgianDreamOfficial/

ან მობრძანდეთ ერეკლე მეორის #2-ში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner