logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საჭიროა, მოწმეებმა უფრო მეტად ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან
- +

12 ივლისი. 2018. 16:17

 

 

„საჭიროა, უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა როგორც კომისიასთან, ასევე საგამოძიებო უწყებებთან“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დღეს კომისიის წევრებმა ფსიქოლოგების თანდასწრებით ის არასრულწლოვნები გამოჰკითხეს, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.

 

„დღეს ჩვენ მოწმეთა გამოკითხვები გავაგრძელეთ. გამოვკითხეთ ორი მოწმე, რომლებიც ამ ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ. თუმცა, ისევე როგორც დღემდე, რაიმე განსაკუთრებული სიახლე ან დეტალი არ უთქვამთ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ პრობლემაა ჩვენებებთან დაკავშირებით. საჭიროა, უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა.

 

ჩვენი მიზანია, მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქამდე შეიძლება ყოფილიყო. მოწმეები ჰყვებიან ფაქტებზე, თუმცა, ვერ იხსენებენ დეტალებს და გარკვეულწილად იმ ჩვენებებს უბრუნდებიან, რომელიც მიცემული აქვთ.

 

დასაკითხ პირებს შორის დღეს დაკითხული პირები ფარდულში არ ყოფილან, თუმცა პერიმეტრზე ფიქსირდებიან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner