ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთ სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდება ღონისძიებები:
13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება მარათონი 3-კილომეტრიან დისტანციაზე;
15 ოქტომბერს, ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში, ტურნირი ჭადრაკში - 11:00 საათზე,
ხოლო ნარდში - 14:00 საათზე.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახის წევრებმა გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მოგვწეროთ უწყების ოფიციალურ facebook-გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@veterans.gov.ge
ან დარეკოთ სამსახურის ცხელ ხაზზე: 032 2-48-16-26“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.