logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი მიწევდა დახმარებას
- +

18 ოქტომბერი. 2018. 17:08

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს დიდ დახმარებას უწევდა სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი.

 

„მე ვარ ავტორი 9 აპრილის ფილმის, იმ კადრების, რომელმაც სხვათა შორის საქართველო გადაარჩინა ბოროტ მანქანას, საბჭოთა მანქანას, რომელიც ჩადიოდა იმას, რასაც ჩადიოდა. რაღაცნაირად ისე ამეწყო, რომ ყველა ფილმი არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც, შაბათს იქნება ჩემი ფილმი „იმედზე“, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქმე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას „ალქაჯებზე ნადირობა“ ჰქვია. 9 აპრილის ეს მასალები, მე მაშინ ინგლისელი ჟურნალისტების დახმარებით გავიტანე საფრანგეთში და გავაკეთე ფილმი, რომელიც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა. ზუსტად იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონელი კაცი ვიყავი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner