logo_geo
eng_logo
გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) რეგიონული შეხვედრა
- +

13 ნოემბერი. 2018. 16:26

 

მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს ავსტრიაში, ქ. ვენაში ტარდება გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) რეგიონული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობს ავსტრიის სამეცნიერო ფონდი (FWF), ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაცია (NOW) და ორგანიზაცია Science Europe.

 

რეგიონულ ღონისძიებას  ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ფონდების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მეცნიერების მენეჯმენტის საკითხებში. საქართველოს მხრიდან გლობალური კვლევების საბჭოს რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია.

 

 შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის არის  სახელმწიფოს  მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შედეგების გაზომვა და შეფასება, დაფინანსების სქემების შემუშავებისას სახელმწიფოსა და დამფინანსებელი ორგანიზაციების სტრატეგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო   ფონდების მიერ განიხილება მეცნიერების დაფინანსების სხვადასხვა მიდგომა (ე.წ. bottom up and top down მიდგომები), აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის და ანგარიშგების საკითხები. პანელ დისკუსიის ფორმატში გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ისრაელის, შვედეთის და ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები განიხილავენ დაფინანსების სქემების გამოწვევებს და შედეგების შეფასების გაუმჯობესების გზებს.

 

გლობალური კვლევების საბჭო (GRC) აერთიანებს სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით. მისი მიზანია დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს შორის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner