logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: სკოლებში სპორტის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება
- +

14 ნოემბერი. 2018. 14:10

 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მასშტაბურ პროექტებს ამზადებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ მიმართულებით, იგეგმება კომპლექსური პროექტის განხორციელება.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ რიგში, აღნიშნული პროექტი სკოლებში სპორტის სასწავლო კომპონენტის მაქსიმალურად გაძლიერებას ემსახურება. პროექტზე სამინისტრო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან ერთად მუშაობს. ეს იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის აქტიურად შეტანა სკოლებში, სპორტსმენების ჩართვა, ფიზიკური და მენტალური აღზრდის სპეციალისტების გაჩენა - მოსწავლეებთან და მოსწავლეების ჯგუფთან ინდივიდუალურად მუშაობისთვის, მასობრივი სპორტის დანერგვა ახალი მეთოდოლოგიებით.

აუცილებელია მოსწავლეების დაინტერესება, მათთვის სერიოზული სპორტული პროექტების შეთავაზება სპორტის მიმართულებით, სპორტის სწავლების გაძლიერება სკოლებში, რაც ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner