logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ფრანგული კანონით, დაგროვებით პენსიას ნებისმიერ ადგილას მიიღებს ადამიანი
- +

12 იანვარი. 2019. 02:57

 

 

რადიო ფრანსის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებში, გიორგი ფოფხაძე სალომე ზურაბიშვილის პენსიასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება და ფრანგულ კანონმდებლობას განმარტავს.

 

„მე თვითონ ვარ საქართველოს მოქალაქე და საფრანგეთში ავტომატურად მერიცხება დაგროვების საპენსიო ფონდში თანხა ჩემი ხელფასიდან, რადგანაც ძალიან ბევრი წელია ვმუშაობ ფრანგულ რადიოში და ტელევიზიაში.

 

პენსიაზე გასვლისას ასევე ავიღებ გერმანულ პენსიას, რადგან, გერმანიაშიც 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გერმანულ ტელეკომპანიაში და იქაც, რა თქმა უნდა, ვიხდიდი გერმანულ გადასახადებს და ასევე გერმანულ საპენსიო ფონდში ჩემი ხელფასიდან თანხას.

 

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი იყო ფრანგი დიპლომატი მას ავტომატურად ერიცხებოდა თანხა ფრანგულ საპენსიო ფონდში და ამაში არაა არაფერი გასაკვირი, თუ ის ფრანგულ პენსიას იღებს და მომავალშიც აიღებს, რადგან ფრანგული კანონმდებლობით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე რომელსაც ნამუშევარი აქვს ფრანგულ ფირმაში ან ფრანგულ საჯარო სამსახურში და საპენსიო ფონდში მისი ხელფასიდან ირიცხებოდა ფული მუშაობისას, ეს ადამიანი ავტომატიურად მიიღებს ფრანგულ პენსიას, თუნდაც საფრანგეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდეს.” – აღნიშნავს გიორგი ფოფხაძე “აიპრესთან” საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს პრეზიდენტის ხელფასზე და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, თავად კი ფრანგული პენსიით ისარგებლებს.

 

მის ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოებაში. განსაკუთრებული ინტერესი კი იმ საკითხმა გამოიწვია, თუ რატომ იღებდა ის ფრანგულ პენსიას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×