logo_geo
eng_logo
10 გზა, რომლითაც თავიდან აირიდებთ ღორის გრიპს
- +

12 იანვარი. 2019. 03:51

 

 

H1N1, ხალხში გავრცელებული როგორც ღორის გრიპი, ვირუსია, რომლითაც თავდაპირველად ღორებთან ახლო შეხებაში მყოფი ფერმერები დაავადდნენ. რამოდენიმე წლის წინ კი ეს ვირუსი ჩვეულებრივ ხალხს მოედო, გავრცელდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

2009 წელს ვირუსის გავრცელებამ იმდენად იმატა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი ისეთივე საშიში აღარაა როგორც წინა წლებში ჩანდა, დაგვიანებულმა მკურნალობამ მაინც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგებამდე.

ღორის გრიპის სიმპტომები:

 

ხველა

ციებ-ცხელება

ყელის ტკივილი

სურდო

სხეულის ტკივილი

თავის ტკივილი

შემცივნება

დაღლილობა

დიარეა

 

ამ ვირუსმა შესაძლოა მიგვიყვანოს პნევმონიამდე, ფილტვების ინფექციებამდე და სხვა სასუნთქ დაავადებებამდე. დიაბეტის და ასთმის შემთხვევაში შედეგები უფრო მძიმეა. ამიტომ, თუკი უჩივით ქოშინს, მძიმე ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, თავბრუხვევას, ან დაბნეულობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან დარეკეთ 112-ში.

 

იმისათვის, რომ ღორის გრიპი თავიდან ავიცილოთ, ყველაზე ოპტიმალური აცრების ჩატარებაა. ასევე არსებობს სხვადასხვა გზებიც, რომლის მეშვეობით შეძლებთ H1N1-ის პრევენციას:

 

  • იბანეთ ხელები მთელი დღის განმავლობაში საპნით და წყლით. დარწმუნდით, რომ დაბანას საკმარის დროს უთმობთ, ან გამოიყენეთ ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სანიტაიზერები.

 

 

 

2) მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებს.

 

3) ნუ შეეხებით პირს, თვალებს და ცხვირს.

 

4) მოერიდეთ ხალხმრავლობას.

 

5) მიიღეთ ბევრი სითხე: მათ შორის წყალი, წვენი და წვნიანები, რათა თავიდან აირიდოთ დეჰიდრატაცია.

 

 

6) დაისვენეთ. მეტი იძინეთ და მიეცით საშუალება თქვენს იმუნურ სისტემას, ებრძოლოს ვირუსს.

 

 

7) იარეთ პირბადით. პირბადის გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

 

 

8) დარწმუნდით, რომ საჭირო რაოდენობის C ვიტამინს იღებთ. ფორთოხალი, გრეიფრუტი, კივი, მარწყვი და სხვა ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ვიტამინს.

 

 

9) სახლში დაბრუნებისას გამოიცვალეთ ტანსაცმელი. აბანავეთ ოჯახის მცირეწლოვანი წევრები და მიიღეთ შხაპი თავადაც.

 

10) ხშირად გაანიავეთ ის ჩაკეტილი სივრცე სადაც გიწევთ ყოფნა, ეს იქნება სახლი თუ სამსახური.

 

 

სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში ნუ ჩავარდებით პანიკაში. დროულად მიმართეთ ექიმს და გახსოვდეთ, რომ ვირუსის დამარცხება ადრეულ ეტაპზე ბევრად უფრო იოლია!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×