logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: როგორც მენეჯერი, გიგა, თქვენ ხართ ცუდი!
- +

26 მარტი. 2019. 12:18

 

„გიგა საუბრობს 2 კვირაა და ლაპარაკობს ერთსა და იმავეს... ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს... მე ვფიქრობ, რომ როგორც მენეჯერი, გიგა, თქვენ ხართ ცუდი!“ – ასე მიმართა მომღერალმა აჩი ფურცელაძემ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას.

 

„იმიტომ, რომ მე რომ არა, ჩემი კოლეგები რომ არა, თქვენ იქნებოდით უმუშევარი! იმიტომ, რომ ჩვენ გიქირავეთ, რათა ჩვენი უფლებები მართოთ და შესაბამისად, ამ მომსახურებაში თქვენ იღებთ პროცენტებს! აი, რას და როგორ აკეთებთ, და რამდენად გამჭვირვალეა ეს ყველაფერი, გიგა, ეს თქვენ და მე კარგად ვიცით! მაქვს პრეტენზია შენთან დაკავშირებით! დიახ, ჩემი სახელი და გვარი არის ისე გამოქვეყნებული და გამოჭენებული, თითქოს მე ვარ მტერი, რუსეთის აგენტი და ცოტა ალოგიკურია... ამოვიდა ეს დემაგოგია ყელში!“ - მიმართა აჩი ფურცელაძემ გიგა კობალაძეს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×