logo_geo
eng_logo
ახალციხეში მდინარემ კაცის ცხედარი გამორიყა
- +

18 ივნისი. 2019. 10:29

 

ახალციხეში მდინარე ფოცხოვმა ხანშიშესული კაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა.

 

„ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი, რომ ვერ უყუჩებდნენ, ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა,მერე მანდ იპოვეს", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

 

შსს-ში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner