logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რატი გაჩეჩილაძესთან მიმართებაში სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო
- +

10 იანვარი. 2017. 14:05



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილ რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.


სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ისეთი, რომელიც ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. თავად ინციდენტს ვემიჯნებით და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ვგმობთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ძალადობის ობიექტი ან ჩამდენი პირი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


7 იანვრის ღამეს, რატი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდა. გაჩეჩილაძე სასამართლომ პატიმრობიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გუშინ გაათავისუფლა.



 

right_banner
არქივი
right_banner