logo_geo
eng_logo
გასული წლის დანაშაულთა შორის ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული ლიდერობს
- +

15 მაისი. 2019. 14:29

 

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 16 820 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება.

 

ანგარიშის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთან მიმართებაში ფიქსირდება. ესენია - ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული.

 

პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, მუქარის, ძარცვის, მითვისება/გაფლანგვის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ცივი იარაღის ტარების, ხულიგნობის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, ყალბი დოკუმენტის, შტამპის, ბეჭდის ან ბლანკის დამზადება-გასაღება ან გამოყენების, ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გატანის, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივაციის მუხლებზე.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×