logo_geo
eng_logo
მილტონ ჰეიგი: შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით
- +

12 ნოემბერი. 2016. 19:47

 

 

ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით", - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგიმ განაცხადა, რომელიც იაპონიასთან ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილოა.



ეს თამაში კარგად არის გასაანალიზებელი. შემადგენლობით, რომელიც დღეს დავაყენე, ძალიან კმაყოფილი ვარ. კი, შეცდომები იყო, მაგრამ მათ გავაანალიზებთ, განვიხილავთ და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. შეცდომები მაშინ მოსდის გუნდს, როდესაც მეტოქე წნეხში აქცევს და ზუსტად ეს მოხდა დღეს. თამაშის გარკვეული ასპექტებით, რის გამოც ეს შედეგი დაფიქსირდა, კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, რთულია, როცა რამდენიმე შეტევას ახორციელებ, ლელოს დადებასთან ახლოს ხარ, რამდენიმე წუთში კი მეტოქის შეტევის მოგერიება გიწევს. გულდაწყვეტილები ვართ, გასახდელშიც ვესაუბრე გუნდს... შეცდომებზე აუცილებლად ვიმუშავებთ", - განაცხადა ჰეიგიმ.

მისივე თქმით, ყოველი მოგებისა და წაგებისგან რაღაც ახალს სწავლობ.



ეს არაა ჩვენი პირველი მარცხი, არც ბოლო - კიდევ მოვიგებთ და წავაგებთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ. სამოასთან შეხვედრის წინ ბურთის მეტ კონტროლზე უნდა ვიმუშაოთ, მოთმინების უნარი გამოვიჩინოთ. საქართველოს მიზანი და გეგმა სწორედ ესაა - ბურთის მეტი კონტროლი, რადგან იმ მიზნისთვის, რომელიც გვაქვს, ეს აუცილებელია. ჩვენი მიზანი კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კარგად თამაშია. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. ერთ კვირაში სამოას ვეთამაშებით და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ჰეიგმა.






 

right_banner
არქივი
right_banner