logo_geo
eng_logo
ვარსკვლავების მატჩი დაიწყო
- +

29 სექტემბერი. 2017. 21:24



ვარსკვლავების მატჩი დინამო არენაზე ამ წუთებში დაიწყო. ფეხბურთელებმა მოედანზე შემოსვლა 21:00 საათიდან დაიწყეს. შემდეგ კი გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.


ანგარიში პირველივე წუთზე ლუკა ტონიმ გახსნა, თუმცა მას არც ქართველი ფეხბურთელები ჩამოუვარდნენ და მესამე წუთზე მეტოქის კარში ბურთი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. მეცამეტე წუთზე მესამე გოლიც გავიდა, რომლის ავტორიც სალგადო გახლდათ.


კომენტატორების პროგნოზით წინ მაყურებელს დიდი სანახაობა ელის.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი იმართება. შეხვედრამ, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, დინამო არენაზე ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.


 

right_banner
არქივი
right_banner