logo_geo
eng_logo
ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია
- +

20 ოქტომბერი. 2017. 00:42



ძალოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს 85 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი ნოდარ კაკაბაძე და რევაზ დავითაძე ასპარეზობდნენ.


რევაზ დავითაძემ ატაცში 157კგ, 162 და მესამე ცდაზე 165 კილოგრამი დააფიქსირა და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.


აკვრაში დავითაძემ 181, 185 და 188 კგ დააფიქსირა და აკვრის ოქროს მედალს ორჭიდის ოქროს მედალიც მიუმატა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული სრული უპირატესობით მოიპოვა.


რაც შეეხება ნოდარ კაკაბაძეს. მან შეჯიბრზე 141, 146 და 149 კგ აიტაცა, ხოლო აკვრაში 171,176 და 182 კგ დააფიქსირა, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ. საბოლოო ჯამში, ქუთაისელი ძალოსანი მეექვსე ადგილზე გავიდა.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner