logo_geo
eng_logo
სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა - ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი იქმნება
- +

28 სექტემბერი. 2019. 20:40

 

სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და დაიწყეს სტიქიის ზონებში მოსახლეობის დახმარება.

 

ამ წუთებში ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი იქმნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner