logo_geo
eng_logo
კურორტ მუხურს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს
- +

27 დეკემბერი. 2016. 10:59


 


კურორტ მუხურში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებულია. საკურორტო სოფელს  24 საათიანი წყალმომარაგება აქვს.


ჩხოროწყუს მუნიციაპალიტეტის სოფელ მუხურში  უკვე დასრულდა სათაო ნაგებობის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოებო. 900-მდე ოჯახისთვის სასმელი წყალი სახლებამდე მიუყვანეს.


მუხურში  წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დათო გოგუასთან და ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


ამ სოფელს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, მოსახლეობა წყალს მიმდებარე სოფლებიდან და მდინარიდან ეზიდებოდა, თუმცა გასახარია, რომ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობა იღებს სუფთა წყალს. მუხურში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მუხურის, როგორც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია რომ განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი" - განაცხადა გუბერნატორმა.


მუხურის წყალმომარაგების  პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.





 

right_banner
არქივი
right_banner