logo_geo
eng_logo
ყაზბეგის მერია სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასურს 80%-ით დაუფინანსებს
- +

15 მარტი. 2019. 00:17

 

ყაზბეგის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის 80%-ს დაუფინანსებს. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, აგრეთვე, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან და ანგარიშფაქტურა (რეკვიზიტები), მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამასთან, ობოლი ბავშვის შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტი მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლია. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში – მშობლების და შვილების პირადობის მოწმობის ასლები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×