logo_geo
eng_logo
რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა
- +

16 აპრილი. 2019. 13:22

 

 

დედაენის დღესთან დაკავშირებით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა.

 

მონუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და სკოლის დირექტორმა გოგი თოდუამ გახსნეს.

 

გახსნის ცერემონიის შემდეგ, რუხის საჯარო სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

აღნიშნული ინიციატივა რუხის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ეკუთვნით.

 

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

 

1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

 

1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.

 

ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.

 

საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×