logo_geo
eng_logo
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- +

14 აგვისტო. 2016. 16:13


საოკუპაციო ხაზთან სოფელს რუხში, რუსმა ოკუპანტებმა ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა  მდინარე ენგურში თევზაობის დროს დააკავეს.  სინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მატკავა და მორგოშია მუქარით და გამაფრთხილებელი სროლით, ოკუპანტებმა მდინარე ენგურის მეორე მხარეს გადაიყვანეს და ავტომობილით გალში წაიყვანეს.

 

ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულები ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.



 

right_banner
არქივი
right_banner