logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ორი დიპლომი ქონდა, მაგრამ ტაქსისტობდა...
- +

21 მარტი. 2020. 00:11

 

 

 

გზა დიღმის მასივიდან ვაკემდე 20 წუთში დაფარა, სიტყვა არ დაუძრავს არც ძველ და არც ახლანდელ ხელისუფლებაზე.

 

 

თქვა, რომ კარგს აგვიანდება, დრო სჭირდება, ცუდი უფრო მალე ხდება. ლაპარაკისას თქვა სიტყვები-დაინთქმება, ბადალი, სანუკვარი, წილხვედრი, სამშობლო, დრო ოქროს წუთებია, რწმენადაკარგული, მოუთვინიერებელი და ერთი ფრაზაც- ცას მაშინ შეხედავენ და პირჯვარს იწერენ, როცა ჭექა-ქუხილიაო...

 

 

კაცი ალბათ, სამოცდაათს მიტანებული იქნებოდა ან ცოტა მეტის და არ დაუჩივლია, რომ ორი დიპლომი ქონდა, მაგრამ ტაქსისტობდა...

 

 

right_banner
არქივი
right_banner