logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დროა!!!
- +

13 ოქტომბერი. 2016. 14:03


 


დროა!!!

20 წელზე მეტია, მინიშნებით თუ ღიად, საჯაროდ თუ კულისებში, მედიაში თუ აუდიტორიაში „ვქადაგებ" პოლიტიკური ამინისტიის აუცილებლობას.


პირველად ამ თემაზე სტატია გამოვაქვეყნე გაზეთ „სამშობლო-ფორტეში", 1995 წლის მარტში. მშვენიერი ილუსტრაცია იყო ესპანეთის მაგალითი, როცა დიქტატორმა, გენერალმა ფრანკომ სამოქალაქო ომში ყველა დაღუპული, „წითელი" იყო თუ „თეთრი", ერთ სასაფლაოზე, გვერდიგვერდით დაკრძალა და საგანგებოდ აღმართული ობელისკი დაამშვენა წარწერით: ისინი დაიღუპნენ ესპანეთისთვის!


შევარდნაძემ მითხრა, რომ ჯერ ადრეა!

ჟვანია წინააღმდეგი იყო...


ცხონებულ ნოდარ გრიგალაშვილთან ერთად ნახევარგვერდიანი „მანიფესტი" მოვამზადეთ და... როგორც ნოდარმა მითხრა, სააკაშვილი ჯერ თანახმა იყო, სიონის ტაძარშიც კი განაცხადა საჯაროდ, მერე უთქვამს, რამდენიმე კაცთან ანგარიშს გავასწორებ და... ანუ, მანაც არ ჩათვალა საჭიროდ.


„ოცნება" მოვიდა და ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველას მოვუწოდე ამ ნაბიჯის გადადგმა. პასუხი დუმილი იყო.


ახლაც არ არის გვიან!


უნდა დამთავრდეს დაპირისპირება, მტრობა, ჩასაფრება, ლანძღვა-გინება, მტყუან-მართალის გარჩევა, ბრალდებები, იარლიყები... დავუტოვოთ ყოველივე ეს გასარკვევად და შესაფასებლად ისტორიას, მეცნიერებს...


გადადგას „ოცნებამ" პირველი ნაბიჯი!

ნაბიჯი ისტორიული!

ნაბიჯი ეროვნული!

სიბრძნის, კეთილშობილების, სამშობლოს ბედზე, მის მომავალზე დაფიქრებული მოღვაწეების, უშიშარი, მართალი მამულიშვილების ნაბიჯი!






 

right_banner
არქივი
right_banner