logo_geo
eng_logo
„დასაბრედია“, მაგ შობელძაღლი!“ - დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილზე
- +

8 მარტი. 2017. 19:01



საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის საუბარია აღბეჭდილი.


გთავაზობთ ჩანაწერის ბეჭდურ ვერსიას:



30.01.2017


გიორგი მამალაძე: მე მინდა მაქსიმუმ 3 გრამი

ირაკლი მამალაძე: ჰო

გიორგი მამალაძე:  შენ მაგი გამიკეთე რასაც გეუბნები და ბრილიანტები მერე ნახე

ირაკლი მამალაძე: მაგას გაგიგებ, რა გინდა ეხლა ვერ გავიგე?! მეტი რაღავქნა

გიორგი მამალაძე: მაგი ძვირი არ ღირს, ცოტა შოვნაა ძნელი

ირაკლი მამალაძე: ჰო, მერე ეგ არი... შუამავალი ისეც, ესეც, აბაა, მე ვღადაობ ჩემზე. მე ვიცი, რაც მინდა, მაგრამ ისა რა ქვია... ვეტყვი აი როგორც არის და რანაირად. 3 გრამი, რაც... როგორც... მე მაგან მითხრა ერთნახევარიო, ნახევარი არის საჭიროო და სამი, ორი რომ ვუთხრა, არ შეიძლება?

გიორგი მამალაძე: ა, კი, ორი იყოს.

ირაკლი მამალაძე: ჰო, მაგიტომ ვიძახი, რა. სამი რო ვუთხრა და მერე ფასი აწიოს?

გიორგი მამალაძე: უთხარი ჯერ ერთი რა ღირს-თქო?

ირაკლი მამალაძე: ერთი რა ღირს, კაი, ვსო


02.02.2017

გიორგი მამალაძე: იმ საკითხზე გირეკავ...

ირაკლი მამალაძე: ჰო, აბა, რა ვქნა?

გიორგი მამალაძე: რამდენ ხანში მოგვაწვდის?

ირაკლი მამალაძე: რავიცი, ვკითხავ.

გიორგი მამალაძე: ჰკითხე. რა. ხო და რა ჰკითხე, იცი?

ირაკლი მამალაძე: ჰო.

გიორგი მამალაძე: რამდენად შესაძლებელია-თქო ვთქვათ, ეხლა რომ ავიღოთ

ირაკლი მამალაძე: ჰო

გიორგი მამალაძე: ჰოდა ერთ თვეში რომ მივცეთ?

ირაკლი მამალაძე: ჰმ, კარგი. ფული ჰო? ჰო, გასაგებია... ჰო, კაი ვიკითხავ.

გიორგი მამალაძე: თუ კია შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგა.

ირაკლი მამალაძე: აჰა, აჰა, გასაგებია.

გიორგი მამალაძე: ხო იცი მე სიტყვას რომ ვიტყვი, ეგრევე შევასრულებ.

ირაკლი მამალაძე: კი, კი, კი, კარგი, ვეტყვი.

გიორგი მამალაძე: პროსტა მე ეხლა იმაში მივდივარ, რა ქვია... უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება, რა

ირაკლი მამალაძე: ჰო, სად მიდიხარ?

გიორგი მამალაძე: უწმინდესი ხო წაიყვანეს

ირაკლი მამალაძე: ჰო, ეგ ვიცი.

გიორგი მამალაძე: ჩავიდე უნდა რა

ირაკლი მამალაძე: ჰო, ანუ შენ წასვლამდე გჭირდება, ხო ეგა?

გიორგი მამალაძე: ჰა?

ირაკლი მამალაძე: წასვლამდე გჭირდება ხო ეგ?

გიორგი მამალაძე: ჰო

ირაკლი მამალაძე: აჰა... კაი, კაი, კარქი

გიორგი მამალაძე: პროსტა გადავიხდიდით, მაგრამ ახლა გზაში მჭირდება, რა, თანხა, რა.

ირაკლი მამალაძე: აჰა, გასაგებია, კაი ბატონო, კარგი

გიორგი მამალაძე: გამირკვიე, რა, ჩემს თავს გაფიცებ...

ირაკლი მამალაძე: კაი, გენაცვალე. კაი

გიორგი მამალაძე: კარგი.


04.02.2017

ირაკლი მამალაძე: ჰქონიათ ეს... დიდი რაოდენობით აქვთ ნატრიუმის ციანიდი და ეს მეორე, შენ რაც დაწერე, რა ერქვა, რა ვიცი კალიუ...

გიორგი მამალაძე: კალიუმ ციანიდი

ირაკლი მამალაძე: ჰო, კალიუმ ციანიდი აქვთ ძაან შეზღუდული რაოდენობით. ანუ, ძველი დარჩენილი, ხვდები, აღარ ხმარობენ მაგას. მარა ეს ნატრიუმის, ეტყობა, საქმისთვის გამოიყენება. მომწამვლელი ჩვეულებრივი ისა აქვს, რა ვიცი მე. მაგან რა მითხრა იცი? მაგას თავისი მოხმარების წესებიც აქვსო, ანუ, თავი რომ არ დაიზიანოს პონტში, ხომ ხვდები ანუ რა და რა ვიცი ეხლა... ხო, ხოდა მითხრა ეს კალიუმი, მე მინდოდა მაგისთვის შემეგდო ეს ბაზარი, რომ ხუთას დოლარს მოგცემთ, რაღაცა-მეთქი და მერე იმას ვიზამთ, მაგრამ კალიუმზეო თუ წავა ლაპარაკიო, მეო ხუთი ათას დოლარზე ნაკლებადო გამორიცხულიაო და ისიც ხელი-ხელშიო, ესე მითხრა.

გიორგი მამალაძე: აჰა.

ირაკლი მამალაძე: ხუთი ათას დოლარზე ნაკლებადო, ეგო ძაან შეზღუდული არიო და თან მკაცრად აღრიცხულ დოკუმენტს... ძველი დარჩენილია, ხვდები. ვკითხე მე, ვარგისია-მეთქი, ანუ ძველი და ვადები... და არაო, ეგ ჩვეულებრივადო როგორც ის არის, ნივთიერება არიო, რა.

გიორგი მამალაძე: და ნატრიუმი?

ირაკლი მამალაძე: ნატრიუმი - არ ვიციო, ნატრიუმზე... არ მეუბნე... მე შენ რომ დამიწერე ის ისა რა ქვია, კალიუმი და... ვაჩვენე. ეტყობა, ნატრიუმი... რავიცი ეხლა, ვიცი? შეიძლება იფიქრა და მოუნდა ეხლა, რა ვიცი, მითხრა, რომ ეხლაო ეგაო არ არის ესეთი ადვილი საშოვნელი და რაღაცაო.

გიორგი მამალაძე: ხელი-ხელში სად მივცე, ხუთი ათასი სად ვნახო?

ირაკლი მამალაძე: და პროლემა არ არის ჩამოტანის ანუ და იმის, მეთქი თუ ხუთი ათას დოლარც მოგცემთ-მეთქი, აი ეგრევე შეგიძლია მომცე-თქო? კიო პრობლემა არ არიო. ჰოდა, ამის ესე მოხმარების წესებიც...

გიორგი მამალაძე: რეაქცია რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი მამალაძე: ჰა?

გიორგი მამალაძე: რეაქცია რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი მამალაძე: არა, უეჭველი აქვსო, რეაქცია უეჭველი, თავის შედეგს აყენებსო, კაცო ეგ მითხრა. ჰოდა ის წყალთან ერთად აყენებს, თურმე. წყალში უნდა გაიხსნას.

გიორგი მამალაძე: ნატრიუმი?

ირაკლი მამალაძე: ნატრიუმი, ჰო, წყალთან

გიორგი მამალაძე: და ეს?

ირაკლი მამალაძე: ეს? ეს საჭმელზე. ...რა ვიცი რაზეც იქნება იმაზე რა, რა ვიცი რაზეც არის, ყველაფერზე. ჰოდა კი მიხვდა ეს, ხომ ხვდები... ანუ მეთქი, უცხოეთისთვის მინდა-მეთქი ეხლა ვუტხარი მაინც, რომ არ დაეჭვებულიყო. ეხლა მკითხა „იასნა", ვენახის შესაწამლად რომ არ გინდა კი ვიციო. არა, მე ვუთხარი, უცხოეთში უნდათ-მეთქი და რაღაცა ძაან შინაურულად და რამე-მეთქი.

გიორგი მამალაძე: რამდენ ხანში მოიტანს?

ირაკლი მამალაძე: ეგრევეო, დღესვე რომ იყოს, დღესვე მოიტანს. დღესვე არა, მაგრამ აი ხვალ დილითვე წავა... რა არის, ბოლნისი აგერ არის, ბიჭო, წავა-ჩამოვა. შეიძლება ისეც ჰქონდეს, სახლშიც ჰქონდეს, რა ვიცი მე. მარა, არა მგონია ეხლა ისე იყოს, რა ანუ აქვს, რა.

გიორგი მამალაძე: მოხმარების წესი რაფერაა ნეტა?

ირაკლი მამალაძე: რავიცი. მოხმარების - რა ვიცი მე.

გიორგი მამალაძე: რითი ჩამოგვიტანს, ეგაა მთავარი.

ირაკლი მამალაძე: აა, ის რითაც ჩამოიტანს, ის იქნება ისე, რომ... როგორც... ისა რა ქვია... დაცული იყოს, რა რომ დაზიანება არ მიიღოს. თვითდაზიანებას ვგულისხმობ.

შენ როდის მიდიხარ?

გიორგი მამალაძე: სადა?

ირაკლი მამალაძე: გერმანიაში აღარ აპირებ ?

გიორგი მამალაძე: გერმანიაში მივდივარ. ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს ან შაბათს.

ირაკლი მამალაძე: როგორაა?

გიორგი მამალაძე: ...

ირაკლი მამალაძე: ცუდად?

ის მეორე ნატრიუმი ყოფილა. ჰაერის კონცენტრაციაზეც დამოკიდებული რაღაცა.

გიორგი მამალაძე: რა თვალსაზრისით?

ირაკლი მამალაძე: არ ვიცი. რავი. ჰაერის კონცენტრაციაზეც არის ეგო დაკავშირებულიო და დანარცენსო მეო აგიხსნიო ყველაფერსო პრობლემა არ არიო. მარა მე ვუთხარი ისე არ ომიტანო ეხლა მე რომ რამე დამემართოს-მეთქი. მე ვუთხარი... არაო კაცო რა სისულელეა მაგრამ ხომ უნდა იცოდეო, რომ ზოგადად რანაირად რა ვიცი ჰაერის კონცენტრაცია და წყალში ეგეც იხსნება ჩვეულებრივად რა.

გიორგი მამალაძე: ნატრიუმის ციანიდია რ არსებობს.

ირაკლი მამალაძე: როგორ არა?! მაგას ხმარობენ, აა ჩაწერე მიდი დაგუგლე. სითხე არის ჩვეულებრივი. მე ხომ გითხარი სითხე არისთქო კალიუმი რაც არის ეს არის ძველი გესმის? ძველი ის არის ანუ ახალი არ არის.

გიორგი მამალაძე: მოკითხე ნატრიუმის ციანიდი. მაგას რამდენად მოგვცემს?

ირაკლი მამალაძე: არ ვიცი ვკითხავ. აბა ჩაწერე და ნახე.

გიორგი მამალაძე: ჰო არის ციანიდ ნატრიუმი ესეც ფხვნილია. იყოს ს ნატრი

ირაკლი მამალაძე: იყოს? კარგი.

გიორგი მამალაძე: ჰკითხე აბა ამას რამდენად მოგვიტანს? როდის გეცოდინება?

ირაკლი მამალაძე: დღესვე კაცო. დღესვე იმას ვიზავ დავურეკავ. ჰო მაგრამ მაგას რომ არ ჰქონდეს იყოს მაინც?

გიორგი მამალაძე: აქვს იგივე ეფექტი აქო წერია

ირაკლი მამალაძე: იგივე ეფექტი აქო? მაშინ ვკითხავ.

იქ ვინები წავიდნენ ეხლა? შორენაა წასული? ჰო და სოსო და „ი ვსიო"?

გიორგი მამალაძე: თორმეტი კაცი, მეუფე დიმიტრი ახლავს.

ირაკლი მამალაძე: ხო ეს შორენა მაინც ჩაძვრა იქა.

გიორგი მამალაძე: არა, შორენა მაინც ჩაძვრებოდა. იმენა „დასაბრედია", მაგ შობელძაღლი!

ირაკლი მამალაძე: კაი წავედი ერთი სიტყვით მე ეხლა. გავედი, გავიქეცი

გიორგი მამალაძე: იყოს ნატრიუმი

ირაკლი მამალაძე: იყოს, O.K. მარა ვადებუ? ანუ ვუთხრა, რომ მერე მომიტანოს ჰო? თუ როგორ ვქნათ?

გიორგი მამალაძე: ჰკითხე, რა, ფასი

ირაკლი მამალაძე: ფასი და მაგის მიხედვით გადავწყვიტავ, კაი. წავედი მე აბა, თქვენ იცით. ანუ, დაგირეკო თუ რა ვქნა, რა გავაკეთო, გამაგებინე ერთი?

გიორგი მამალაძე: ჰო, დამირეკე ფასზე და თუ ძაან დაბალი ფასია, მაგაზე ეხლა ხუთასს მივცემთ ეხლა და დანარჩენს...

ირაკლი მამალაძე: შევხედავ, არ ვიცი, რას მეტყვის, წავედი.


06.02.2017

ირაკლი მამალაძე: 200 გრამამდე არისო ესაო - ესე მითხრა, რა ვიცი... 200 გრამამდეო სადღაცო

გიორგი მამალაძე: 2 მილიგრამამდე იქნებაო, თორე 200 გრამი არის...

ირაკლი მამალაძე: ორი? ხო რა ვიცი მე რა მიითხრა. ის სახიფათო ხო არ არის-თქო ჩემზე ვკითხე, რომ მერე რამე არ დამიზიანდეს არაო არა... ფხვნილის სახით არის ეს ნატრიც რა

გიორგი მამალაძე: ფხვნილი?

ირაკლი მამალაძე: ფხვნილია.

გიორგი მამალაძე: სამი ათასი უნდა, ესე იგი?

ირაკლი მამალაძე: ჰო.

გიორგი მამალაძე: გასაგებია. ჰო მაშინ გამოვაგზავნინებ რა ფულს

ირაკლი მამალაძე: ჰოო, მელოდება ის და იმას იზამს რა ქვია

გიორგი მამალაძე: როცა ვეტყვით მოიტანს ხო?

ირაკლი მამალაძე: აჰაა, ეგრევე მოიტანს პრობლემა არ არის არანაირი.

გიორგი მამალაძე: გასაგებია.

ირაკლი მამალაძე: სხვა რამე ხომ არ ვკითხო?

გიორგი მამალაძე: არა, ეგ მინდა „პროსტა", გარანტია მინდა, რომ მოქმედი იქნება, რა.

ირაკლი მამალაძე: მთავარია, შაქარით ან ტკბილეულით არ განეიტრალდეს.

გიორგი მამალაძე: ეგ ვიცი, რომ შაქრით ნეიტრალდება.

ირაკლი მამალაძე: ჰო, ბევრ შაქარს თუ ჭამს ტკბილს ან ეგრევე...

გიორგი მამალაძე: ეგ ვინც არის, მე მგონი ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს ერიდება რა მაქსიმალურად.

ირაკლი მამალაძე: სამი ათასი დოლარი და ხელი-ხელში და ეგ ჭიქაში არ რჩება?

გიორგი მამალაძე: რა ვიცი, მე არ მკიდია?! დარჩეს მერე. ვინ დაადგენს, რომ?

ირაკლი მამალაძე: ვერც ვერავინ დაადგენს მაგას

გიორგი მამალაძე: ექსპერტიზა? ვითომ?

ირაკლი მამალაძე:  როდის მომიტან ფულს, რომ მივცე?

გიორგი მამალაძე: დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთ-მეთქი. ეხლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო, რა. მე მივფრინავდი დღეს, უნდა გავფრენილიყავი და მითხრეს, რომ მოგცემთო სამ საათზე ფულს გასაფრენადო და ფული აღარ მაქვს და ვერ მივდივარ იქ, გერმანიაში მელოდებიან.

ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა.

ირაკლი მამალაძე: აბა

გიორგი მამალაძე: დედა უნდა ვუტირო! „პროსტა" ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ.

ირაკლი მამალაძე: მთლად პატრიარქი... პრეტენზიას გამოაცხადებდი, კი.

გიორგი მამალაძე: მე ბევრს რაღაცაზე მაქვს პრეტენზია. ჯერ თავს ვიკავებ.

ირაკლი მამალაძე: არა ეგ კაი, მაგრამ ეხლა ძალიან დელიკატურ თემას უნდა შევეხო.

გიორგი მამალაძე: ჰო

ირაკლი მამალაძე: კაი მოგვარდება ეს, მე რა აქედან მე?

გიორგი მამალაძე: შენ რა?

ირაკლი მამალაძე: ჰო, აი მე - რა? ჰო, სამომავლოდ, როგორც იძახი ბრილიანტები და ესა და ისინი იქნებაო და მე რა? იქნიე ესე თავი. თავის დაქნევა მარტო არ არის, ბოდბეში გამიშვი ეპისკოპოსად-თქო არ გთხოვ

გიორგი მამალაძე: შენ კარგ ადგილს დაიკავებ

ირაკლი მამალაძე: აჰა.

გიორგი მამალაძე: ბრძოლაა ხომ იცი. რა თქმა უნდა

ირაკლი მამალაძე: ჰო

გიორგი მამალაძე: ეხლა გეტყვი პირდაპირ. ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ.

ირაკლი მამალაძე: სადა?

გიორგი მამალაძე: შიგნით, რაღავ თანამდებობაზე.

ირაკლი მამალაძე: საპატრიარქოში? რამდენი თანამდებობა გინდა, მამაო?

გიორგი მამალაძე: ქონებაში ხომ ვარ. ჩვენ ქონება არ გვაწყობს, რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით. ჩვენ... მე წავალ ბოტკოველი ადგილზე ან შორენას ადგილზე ან მამა დავითის ადგილზე, უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე.

ირაკლი მამალაძე: მამა დავითი რომ როხროხებს ისაა?

გიორგი მამალაძე: არა ჭინჭარაული, არ ჩანს ეგ. პატრიარქს რომ უდგას სულ უკან ეგაა.

ირაკლი მამალაძე: აჰაა

გიორგი მამალაძე: მისი ძმა ჯვრის მონატრის წინამძღვარია, ლოთია.

ირაკლი მამალაძე: ლოთია ჰო.

გიორგი მამალაძე: მაგაზე შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვითომ სანდო წყარომ მოგაწოდათ ინფორმაცია, ჯვრის მამათა მონასტერში ლოთობდა წინამძღვარი და მისი ძმა არის ესა და ეს ჭინჭარაული.

ირაკლი მამალაძე: ჭინჭარაული.

გიორგი მამალაძე: და შორენას სად უშვებთ?

ირაკლი მამალაძე: შორენას მარილზე

გიორგი მამალაძე: სადა, მარილზე?

ირაკლი მამალაძე: მარილზე.

ანუ შენ შეიძლება შორენას ადგილზე წახვიდე? და მე სად წამიყვან? არ იძახი აი აი... შეხედე, რა. მე ამხელა საქმეს გიკეთებ, იმაში ვდგავარ, რა ქვია...

გიორგი მამალაძე: შენ ჩემს გვერდით იქნები.


 

 


 

right_banner
არქივი
right_banner