logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: კვირიკაშვილი გადადგა - მოსახდენი მოხდა...
- +

13 ივნისი. 2018. 19:51

 

 

კვირიკაშვილი გადადგა

*****************************

მოსახდენი მოხდა...

 

6 ივნისს „რეპორტიორში“ („საქართველოს რესპუბლიკაშიც“) ვწერდი და, ამონარიდს აქვე „მოგართმევთ“, რომ მავანის „ხოშზე“ ასეთი ნაბიჯები არ გადაიდგმება (.https://www.facebook.com/nugzar.popkhadze/posts/1832470516811436 )

 

ვწერდი და ხაზგასმით ვიმეორებ: მხოლოდ საქვეყნო ინტერესების და კ ო ნ ც ე ფ ტ უ ა ლ უ რ ი მოსაზრებების გამო გადაიდგმება კვირიკაშვილის ნაბიჯი. თავად განსაჯეთ:

 

„...პოლიტიკური რეალობის ლოგიკა იმას გვეუბნება, რომ კვირიკაშვილი ამ ვითარებაში შესაძლოა და, ალბათ, გადადგება კიდეც, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ(!) და არ(!) გააკეთებს ასეთი ბრიყვული მოტივაციით; არც იმიტომ, რომ „დავითაიებს და კომპანიას“, ასევე, მავანის კმაყოფაზე მყოფ ექსპერტს, რედაქტორს თუ „პოლიტიკანებს“ აქვთ ასეთი „ხოში“.

 

კი, ბატონო, გადადგება (ჩემი ვარაუდით - უახლოეს დღეებში), მხოლოდ საქვეყნო ინტერესების, საზოგადოებრივი სტაბილიზაციის და რეფორმატორული წინსვლის აუცილებლობის, პოლიტიკურ გუნდში რეალობის შეფასებებში და კრიზისის დაძლევის გზების არჩევისას კ ო ნ ც ე პ ტ უ ა ლ უ რ ა დ (!) განსხვავებული პოზიციების გამო."

 

პირადად ჩემთვის, ბრიფინგზე წარმოთქმული მონოლოგიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ხაზგასმა კ ო ნ ც ე ფ ტ უ ა ლ უ რ ა დ განსხვავებული ხედვების შესახებ. ანუ, ეს არის ყველაზე ჯანსაღი მოვლენა ამ ვითარებაში.

 

ეს ერთი.

 

ახლა მეორე:

 

ვუსმენ მავანის და მავანის კომენტარებს და, ცოტა არ იყოს, სირცხვილის გრძნობა მაწუხებს. პოლიტიკური კულტურის დეფიციტს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ხომ შეიძლება ადამიანურ გრძნობებს ცოტათი მაინც მოვუხმოთ?

 

ადრე ვწერდი 6 ივნისის წერლშიც ვამბობდი: "...პირადად მე არაერთგზის მწვავედ გამიკრიტიკებია პრემიერი, მაგრამ არასოდეს დამვიწყებია, თუ პასუხისმგებლობის რა მძიმე ტვირთს ატარებს ის. თანაც, რა პირობებში!!!

 

...და, ამ ურთულეს პერიოდში გაწეული ღვაწლისთვის, მას მადლობა უნდა ვუთხრათ ყველამ(!). ოღონდ, გულწრფელად!!! მით უმეტეს, ამ არეულობის „უთავო მოთავე“ შოთაძე გაისტუმრეს პატივისცემით და ტაშით და..."

 

ჰოდა, თავად ვასრულებ სხვებისთვის გამიზნულ მოწოდებას: პრემიერის პოსტზე გაწეული მუშაობისთვის მადლობას მოგახსენებთ ბატონო გიორგი კვირიკაშვილო!

 

წასვლისას, გულშემატკივრის მხრიდან მიიღეთ ერთი "პაწია" რჩევა-შენიშვნა-მოსაზრება:

 

თქვენი ბრალი არ არის, რომ "ზოგიერთი რამ" ვერ (არ) გამოგივიდათ. ეს პოლიტიკაა და მხოლოდ ბანკირის გამოცდილება არ არის საკმარისი პოლიტიკურ მწვერვალზე ყოფნისას წარმატებული საქმიანობისთვის. ადამიანებთან პოლიტიკოსის მუშაობა რადიკალურად განსხვავდება ბამკირის "ფულთან" მუშაობისგან. და ამ პრინციპის უგულვებელყოფას შედეგიც დაუყონებლივ მოყვება.

 

საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი მაგალითი (უცებ რომ ამომიტივდა): ის რომ პარლამენტის ცნობილი "ინციდენტის", ისევე, როგორც ამ ბოლო პერიოდის უმწვავესი მოვლენებისას, თქვენ გვერდს არ "გიმშვენებდათ" ე.წ. თქვენი გუნდი, მწარე, მაგრამ ღირებული გაკვეთილია თქვენთვის და... სხვისთვისაც.

 

ეს უწინარესი შედეგია იმისა, რომ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე განსაწესებლად კადრების (თუნდაც, ჯეჯელავების, ალავიძეების, ჯანელიძეების და სხვ.) მხოლოდ "საკუთარ" და "ერთგულ" გარემოცვაში ძებნა, იყო და არის თქვენი (და "ქართული ოცნების" კატასტროფული შეცდომა.

 

თქვენ (და მთელმა პოლიტსპექტრმა) მიიღეთ მშვენიერი გამოცდილება და ეს გამოადგება საქართველოს. მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე არაერთი პრემიერი მინახავს წასული და... უკან მობრუნებული, ზოგჯერ, ტრიუმფითაც კი... არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც თქვენ , ისევე, როგორც თქვენი წინამორბედნი, ქართული პოლიტიკური სივრცისთვის დაკარგულები არ ხართ... მთავარია რეპუტაცია და, გისურვებთ, თქვენი მომავალი ცხოვრება-საქმიანობით სწორედ ღირსეული რეპუტაციის შენარჩუნება-განმტკიცებას.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=72949

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×