logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: მეორე დღეს ბატონი ჭაბუას დაბადების დღე თენდებოდა -ირკლის გარეშე!
- +

19 ნოემბერი. 2018. 00:09

 

1992  წლის  17 ოქტომბერის ღამეს, ოჩამჩირეში, გლდანის საძმოს მიერ შერჩეულ სახლში,  ბუხართან გავშალეთ სუფრა და ირაკლი ავირჩიეთ  თამადად... ფრაგი ჟურნალისტი ფრენკ მორუა (ლა ფიგაროდან) ჩავიყვანე სოხუმიდან და  რომ იტყვიან პოეზიის და მუსიკის   საღამო გავუმართეთ სტუმარს...ზოგი ფრანგულად, ზოგი ინგლისურად, ზოგიც რუსულად კითხულობდა იმ ნაწარმოებს, რომელიც უყვარდა... თავისთავად იყო ქართული ლექსიც და მახსოვს ირაკლიმ გოგლას „ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“ (ყივჩაღის პაემანი) ჩააღუღუნა... გადაგვერია ფრანგი-პოეტები ხართო? უყურებს ირაკლის და ეუბნება-დანაშაულია ქართველები რომ ომობთ, ისეთი ლამაზები, ნაკითხები, ზრდილები ხართ ,მხოლოდ  ბავშვებს უნდა  აკეთებდეთ სამყარო უფრო რომ გალამაზდესო.... ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა ფრენკ, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეო-მიმიართა ირაკლიმ სტუმარს. და სადღეგრძელომაც არ დაახანა... ბიჭებმა დაამატეს ბატონი ჭაბუა  ცოცხალი კლასიკოსიაო და იქვე შეთანხმდნენ, რომ ირაკლის დახმარებით ბატონ ჭაბუასთან ინტერვიუსაც ჩაწერდა თბილისში დაბრუნებისთანავე... დილით შტაბში გამოგვიძახეს და ტამიშის მიმართულებით ტვირთის გაცილება დაავალეს გლდანის საძმოს ბიჭებს... ირაკლი ტამიშის გზაზე მეორე შეტაკებისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... მეორე დღეს ბატონი ჭაბუას დაბადების დღე თენდებოდა -ირაკლის გარეშე!..

 

შტაბამდე პატარა ბაზარი უნდა გაგევლო და იქაური ქალები  ციტრუსს და ათას  რაღაცას ჰყიდდნენ. ფეიხოას დიდი ,,გორის,, უკან ქალბატონი იდგა და იყიდეტო,შეგვთავაზა....ირაკლიმ ერთი ცალი აიღო და გასინჯა... ,,დედა რა ლამაზი ხარ შვილო, რომელმა დედამ გამოგიშვა ამ უბედურებაშიო?... ,,მოკლედ ამ ქალმა 1 დიდ პარკში ჩაუყარა მწიფე ფეიხოა და წაიღე ფული არ მინდაო,ლოყაზე ხელის მოთათუნებით დაემშვიდობა...უკან გავიხედე და პირჯვარს გვწერდა ცრემლმორეული...

 

ირინა გოგოსაშვილი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×