logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: არავის გაშვებას არ ვაპირებ! მთავარია აკადემიურობა და აბსოლუტური ჟურნალისტური თავისუფლება!
- +

8 მარტი. 2016. 03:15


"მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას გამორიცხავს და ამასათანავე აცხადებს, რომ "მაესტროს" ყველა თანამშრომელი ხელფასს მიიღებს.


ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხვალ თავის ორ მოადგილეს დანიშნავს.


"მე დღეს გახლავართ "მაესტროს" დირექტორი. მე ავიღე პასუხისმგებლობა "მაესტროს" გაკოტრებიდან გამოყვანისა და ფინანსური სტაბილურობის საქმეზე. აქედან გამომდინარე, ყველა თანამშრომელი რჩება "მაესტროს" თანამშრომლად. ყველა თანამშრომელს ექნება თავის ხელფასი. ხვალინდელი დღის დაგეგმვა როცა დაიწყება, აუცილებელია, პირველ რიგში, რომ "მაესტროს" გაკოტრების საქმე გამოვიდეს სასამართლოდან. ჟურნალისტები იქნებიან თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლები, რადგანაც მივიჩნევრომ დამოუკიდებლობაში არის რეიტინგის სიმაღლე და მატება. დღეს ჩემთვის პრიორიტეტული საქმეა, "მაესტროს" სტაბილური, ფინანსური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა". - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.


ტელეკომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებს ასევე "მაესტროს" შენობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, "მაესტრო" დარჩება ამავე შენობაში.


"რაც შეეხება შენობას, "მაესტრო" რჩება ამ შენობაში, რადგან ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. უახლოეს დღეებში მე დავნიშნავ ჩემს ორ მოადგილეს, მე შევთავაზე მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას ადვოკატს, რომ გაგრძელდეს საიჯარო ხელშეკრულები. თუ ხელშეკრულები არ გაგრძელდება  ლოგიკურ ვადებში, ისე, რომ არ შეწყდეს ეთერი, ჩვენ ალტერნატიულ ფართს გამოვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ  - თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას. ყველას პრიორიტეტია "მაესტროს" ეთერის უწყვეტობა, შემდგომ უკვე ყველა თანამშრომელმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. მე არავის გაშვებას არ ვაპირებ. მთავარია აკადემიურობა  და აბსოლუტური ჟურნალისტური თავისუფლება",- განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ.




 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner