logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის ქრონიკა. ნაწილი 8 - თავდასხმები და რეპრესიები
- +

9 აპრილი. 2016. 18:12



1.      16-დან ერთ-ერთი ბომბდამშენი „მიტჩელი" აფრინდა ავიამზიდ „ჰორნეტის" ბორტიდან და იაპონიის დასაბომბად გაემართა. 1942 წლის 18 აპრილი. ეს დაბომბვა ისტორიაში შევიდა „დულიტლის რეიდის" სახელით

 

2.      „დულიტლის რეიდის" დროს დაბომბილი ტოკიო. 1942 წლის 18 აპრილი

 

3.      „დულიტლის რეიდის" მონაწილე #1 ეკიპაჟი: პოდპოლკოვნიკი ჯეიმს დულიტლი, ლეიტენანტი რიჩარდ კოული, ლეიტენანტი ჰენრი პოტერი, უფროსი სერჟანტი ფრედ ბრემერი, უფროსი სერჟანტი პოლ ლეონარდი

 

4.      სოფელ ლიდიცეს დახვრეტილი მცხოვრებნი. 1942 წლის ივნისი. 27 ივნისს პრაღაში მოკლეს ფაშისტი მაღალჩინოსანი რაინჰარდ ჰაიდრიხი. ჰიტლერის ბრძანებით ესეს-მა სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და სოფელი ლიდიცე გაანადგურა. ნაცისტების რეპრესიებს ემსხვერპლა ლიდიცეს 340 მცხოვრები - 192 მამაკაცი, 60 ქალი და 88 ბავშვი. სოფელი გადაწვეს, ნანგრევები კი მიწასთან გაასწორეს.

 

5.      ფაშისტების მიერ დახვრეტილი საბჭოთა მოქალაქეები. დონის როსტოვი. 1942 წლის 18 თებერვალი

 

6.      სერჟანტი დორჟიევი, საბჭოთა სნაიპერი, რომელმაც ლენინგრადის ფრონტზე 181 ფაშისტი გაანადგურა. 1942 წელი

 

7.      მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტა საერთო სასაფლაოს პირას. ტრაგიკული ბაბი-იარი. 1942 წელი. ოკუპირებული კიევის ჩრდილოეთ რაიონში - ბაბი-იარში ნაცისტებმა მოკლეს 100-150 ათასი ადამიანი - ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები, კომუნისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები

 

8.      საბჭოთა ჯარისკაცებს გერმანელი ტყვეები მიჰყავთ მოსკოვისკენ. 1942 წლის 10 თებერვალი

 

9.     ბრიტანული დაზიანებული საესკადრო ნაღმოსანი „Campbeltown" ოკუპირებული საფრანგეთის ქალაქ სენ-ნაზერის დოკში. 1942 წლის 28 მარტი. მოგვიანებით ნაღმოსანზე არსებული ნელი მოქმედების ბომბები აფეთქდნენ, შედეგად 300-ზე მეტი ფაშისტი დაიღუპა და დოკი დაზიანდა

 

10.  დაჭრილი ბრიტანელი ტყვე 1942 წლის მარტის ბრძოლების შემდეგ. სენ-ნაზერი, საფრანგეთი

 

11.  მალაელი მებრძოლები იცავენ თავიანთ ნახევარკუნძულს. 1942 წლის 10 თებერვალი. მალე იაპონიამ მალაის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა და ბრიტანელები სინგაპურისკენ შეავიწროვა

 

12.  იაპონიის ავიაციის დაბომბვის შედეგი. სინგაპური. 1942 წლის 13 მარტი

 

13.  სინგაპურის კაპიტულაცია. 1942 წლის 20 მარტი. მაგიდასთან ცენტრში - იაპონელი გენერალი ტომოუკი იამასიტა

 

14.  სატვირთო გემი ნელ-ნელა იძირება სინგაპურის დოკში. 1942 წლის 12 თებერვალი

 

15.  კაპიტულაციის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან, სამხედრო-საზღვაო ბაზა „Mariveles", ბატაანის ნახევარკუნძული, ფილიპინები. 1942 წლის აპრილი

 

16.  „ბატაანის სიკვდილის მარშის" წინ. იაპონელებმა 75 ათასი ამერიკელი და ფილიპინელი სამხედრო ტყვე აიძულეს, ფეხით გაევლოთ 97 კმ ტყვეთა ბანაკამდე. იაპონელები დასუსტებულ ტყვეებს  გზაზე კლავდნენ და იქვე ტოვებდნენ

 

17.  ამერიკელ ტყვეებს საკაცით მიჰყავთ ავადმყოფი ამხანაგი. „ბატაანის სიკვდილის მარშის" დროს

 

18.  „ბატაანის სიკვდილის მარში". 1942 წლის აპრილი. 5-10 ათასი ფილიპინელი და 650 ამერიკელი გზაში დაიღუპა, ათასობით ტყვე კი - უკვე ბანაკში

 

19.  აშშ-ის თვითმფრინავი ბომბავს იაპონურ ავიამზიდს მარჯნის ზღვაში. 1942 წლის ივნისი. ეს იყო ისტორიაში პირველი საზღვაო ბრძოლა, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ და ხომალდებიდან არ უსვრიათ

 

20.  ეკიპაჟი ტოვებს იაპონელების ბომბებისგან დაზიანებულ ავიამზიდ „ლექსინგტონს". მარჯნის ზღვა. გადარჩენილი მეზღვაურები საესკადრო ნაღმოსანმა „ფელპსმა" აიყვანა, შემდეგ კი დაზიანებულ „ლექსინგტონს" წყალქვეშა ჭურვი ესროლა და ჩაძირა


 

იხილეთ 1-7 ნაწილები

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2275

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2973

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=3630

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=4326




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×