logo_geo
eng_logo
საიდან მოდის იგოეთში ხურდა ფულის გადაყრის ტრადიცია
- +

31 ივლისი. 2017. 16:23



თბილისიდან  დასავლეთისკენ ვისაც გიმგზავრიათ, ალბათ, შეამჩნევდით სოფელ იგოეთის სიახლოვეს ადგილობრივ  მოსახლეებს, რომლებიც გაფაციცებით შესცქერიან გამვლელ მანქანებს და ალბათ თქვენც არაერთხელ გადაგიყრიათ ტრადიციად ქცეული ხურდა ფული. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ სცენას, თავიდან სოფლის გოგო-ბიჭების გასართობი მეგონა, ერთი ამბით რომ დაესეოდნენ მონეტებს. ეს საკმაოდ სახიფათო საქმე გახლდათ, ალბათ ამიტომაც,  დროთა განმავლობაში ტრასაზე უკვე მოზრდილები გამოჩნდნენ, თან უკეთ „შეიარაღებულებიც", გრძელ ჯოხებზე მაგნიტები ჰქონდათ მიმაგრებული, ამდენად ტრასაზე გადმოსვლა აღარ სჭირდებოდათ და ხიფათსაც ირიდებდნენ. ამბობდნენ, ეს იმდენად სარფიანი საქმე გამოდგა, რომ სოფლის გამგეობა ჩაერია და მოსახლეობას „წილში ჩაუჯდაო". ვერ დავიჩემებ, მაგრამ ბავშვები რომ დაჩაგრეს და ნაყინის ფული წაართვეს, ფაქტია. თავდაპირველად მეგონა, რომ ეს ტრადიცია იქვე მდებარე ეკლესიის ნანგრევებს უკავშირდებოდა, მაგრამ როგორც გამოირკვა იგოეთის „წითელი საყდარი" არაფერ შუაში ყოფილა.


ამ ადგილას, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, იყო ამილახვრების საბაჟო და ყოველი გამვლელი (ჩვეულებრივი მგზავრისა და მეომრის გარდა) იხდიდა გადასახადს, ძირითადად იბეგრებოდნენ ვაჭრები, რომლებსაც საქონელი გადაჰქონდათ. ამიტომაც დამკვიდრდა აქ ხურდა ფულის გადაყრის ტრადიცია, რომელიც ჩვენმა თანამედროვეებმა სარფიან ბიზნესად აქციეს.









 

right_banner
არქივი
right_banner