logo_geo
eng_logo
„პირველი სიყვარული ხშირად არ მთავრდება ქორწინებით, მაგრამ გამახსოვრდება მთელი სიცოცხლე“
- +

21 აპრილი. 2016. 19:13



ჩარლი სპენსერ ჩაპლინი, ჩვენთვის ცნობილი როგორც, უბრალოდ ჩარლი ჩაპლინი, დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ინგლისში, ლონდონში. მისი მშობლები - მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა - ჰანა ჩაპლინი, მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ასაკიდან.


„როგორც ყველა ადამიანი, მეც ის ვარ, ვინც ვარ. უნიკალური და გამორჩეული ინდივიდი. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილისა და გამოცდილებისა, რომელთა ერთიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება."

 

                                             


„პირველი სიყვარული ხშირად არ მთავრდება ქორწინებით, მაგრამ გამახსოვრდება მთელი სიცოცხლე", - ამბობდა ჩარლი, როდესაც საუბარი სიყვარულზე იწყებოდა.


ერთ საღამოს, როდესაც ბერტა კუტსის სამსახიობო დასი „იანკი დიდს გერლ" ემზადებოდა მორიგი სპექტაკლისთვის, ჩარლი ჩაფიქრებული იდგა კედელთან  და უყურებდა ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონებს. სწორედ იქ გაიცნო 15 წლის ბალერინა ჰეთი კელი.


„მას დიდი, ყავისფერი თვალები და ბავშვური, გულივით ტუჩები ჰქონდა", - ახსენაჩარლიმ ერთ-ერთ თავის ჩანაწერში.

 

 

 

ჩარლი კი გამხდარი და დაბალი ბიჭი იყო. ბებიასგან, რომელიც ნახევრად ბოშა იყო, ჩარლის ცისფერი თვალები და შავი, ხვეული თმა, ერგო. ის ჰეთის აცილებდა სკოლაში, შემდეგ - ცეკვის გაკვეთილებზე, უყვებოდა სასაცილო ისტორიებს და შემდეგ გამოუტყდა სიყვარულში. თავდავიწყებით შეყვარებულმა 19 წლის  ჩარლიმ 1908 წელს მოცეკვავეს ცოლობა სთხოვა. ჩარლი ახალგაზრდა და მოუთმენელი იყო. ამ მოუთმენლობამ კი ჰეთი კელი შეაშინა და ისინი დაშორდნენ. მათი რომანი სულ რაღაც 11 დღეს გაგრძელდა. გოგონას უარმა მსახიობი გაანადგურა. ვარაუდობენ, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მარცხი იყო, რომელიც ჩაპლინმა სასიყვარულო ურთიერთობაში გამოსცადა. საოცარი ის არის, რომ ჰეთის გაცნობიდან სამოცი წლის შემდეგ ჩაპლინს არამარტო სიფრიფანა მოცეკვავე და პირველი პაემანი ახსოვდა, არამედ იმ საპნის სუნიც, რომლითაც პატარა ბალერინა ხელებს იბანდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ხუთჯერ ვნახეთ ერთმანეთი და თითოეული ჩვენი შეხვედრა 20 წუთზე მეტი არ გაგრძელებულა, ამ ხანმოკლე შეხვედრებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა".


ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, რომლებიც ძირითადად მის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა.

 

"ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა,რადგან ვერავინ ამჩნევს, რომ ვტირი".


და ბოლოს, როგორც ჩარლი ამბობს, უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია."



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×