logo_geo
eng_logo
როგორ ვიკვებოთ სწორად ახალი წლის დღეებში?
- +

1 იანვარი. 2018. 19:45



ახალი წლის დღეებში, იმატებს სასწრაფო დახმარებების გამოძახების შემთხვევები. ამის მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, საჭმლით ინტოქსიკაციაა. იმისთვის, რომ ახალი წელი შევირგოთ და საზეიმო დღეების გატარება საავადმყოფოში არ მოგვიხდეს, სწორი კვებაა საჭირო. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კვებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, ამას ქვევით შეგიძლიათ გაეცნოთ.


სასმლის არევა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ახალ წელს ალკოჰოლის სმის დროს უშვებენ, სასმელების ერთმანეთში არევაა. უფრო სწორად, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის. გაზიანი ბუშტუკები ალკოჰოლის სისხლში გადასვლის პროცესს აძლიერებს. ამის გამო, უფრო მალე თვრებით, ნაბახუსევი კი უფრო ძლიერი გექნებათ.


სახიფათო მაიონეზი

ექიმები გვირჩევენ, რომ მაიონეზიანი სალათების ნაირფეროვნება შევზღუდოთ და არაჟნითა და მცენარეული ზეთით ჩავანაცვლოთ. მაიონეზით მოწამვლები საახალწლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, რადგან როგორც წესი, კერძები რამდენიმე დღით რჩება მაცივრებში. მაიონეზი საკმაოდ მალე ფუჭდება და ხშირად მოწამვლას იწვევს. მით უმეტეს, მავნებელია მაიონეზი, როცა მას ასევე ძნელად მოსანელებელ ნიგვზიან კერძებთან ერთად მიირთმევენ.


შამპანური

დღესასწაული შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია, სამაგიეროდ, „გულძმარვა" და შებერილობა მისი ლოგიკური დასასრულია. ამიტომ 2 ბოკალზე მეტს ნუ მიირთმევთ.


ცხიმიანი ხორცი

ცხიმიანი ხორცისგან მომზადებული სხვადასხვა საჭმელი, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ამწვავებს. სცადეთ, ღორის ხორცის კურდღლით, ინდაურით ან ქათმით ჩანაცვლება. კარგი იქნება, თუ ხორცეულს ბოსტნეულის გარნირით მიირთმევთ. ეს მონელებას შეუწყობს ხელს.


წონის მატება

ბევრი საკვები კუჭში დისკომფორტს იწვევს, შესაბამისად, ისეთი წამლების მიღებას ვიწყებთ, რომლებიც ფერმენტებს შეიცავს. ისინი კი წონაში მატებას უწყობენ ხელს, რადგან ორგანიზმს საკვების უკეთ შეთვისებაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ, ფერმენტების ნაცვლად, პროკინეტიკების ჯგუფის მედიკამენტები დაიხმარეთ. ისინი კუჭის კუნთებს ააქტიურებენ და საკვების მონელებას აჩქარებენ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner