logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: ჟენევის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა, გადამწყვეტია აშშ-ს მხარდაჭერის მოპოვება
- +

22 ოქტომბერი. 2019. 02:37

 

 


ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, საერთაშორისო მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ის რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შემაკავებლის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, და ზოგადად, ასეთი ფაქტორი აღარ არსებობს. დღეს გადამწყვეტია აშშ-ს მხარდაჭერის მოპოვება.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ კონსესუსს მიაღწიოს იმის თაობაზე თუ, საქართველოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენთვის საერთაშორისო ფონი უკიდურესაც ნეგატიურია.

 

"ახლა წინაასაარჩევნოდ ყველა პოპულიზმითაა დაკავებული და ამით მხოლოდ ზარალდება როგორც ოპოზიცია და ხელისუფლება, ასევე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ეს ვიწროპოლიტიკური ინტერესები უნდა გამოირიცხოს და საერთო კონსენსუსით უნდა მივიდეთ მარტივ დასკვნამდე, როდესაც დასავლეთს შენთვის არ სცალია, რა გავაკეთოთ, რომ რუსები უფრო სიღრმეში არ შემოვიდნენ",  - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე. .

 

მისივე თქმით, საჭიროა საქართველომ გაააქტიუროს თავისი პრობლემა, რათა გეოსტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენზე ყურადღება გაამახვილონ.

 

ჩვენ თუ ხმა არ მივაწვდინეთ, არავინ ჩვენს მაგივრად თავს არ აიტკიებს, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია როგორია? იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ასეთი ამბებია, მხოლოდ ჩვენი სუპერაქტიურობის შედეგად შეიძლება დასავლეთს მივაწვდინოთ ხმა, სხვაგვარად ახლა დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს", - აცხადებს ექსპეტი.

 

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, დღეს მსოფლიო იმყოფება იმ ფაზაში, როდესაც აშშ სულ მცირე ახლო აღმოსავლეთში ბოლომდე რუსეთს პოზიციებს უთმობს. გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ორი სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ერაყის ქურთისტანიდან მომავალ მთავარ ნავთობსადენზე, 60%-იანი საკონტროლო პაკეტი იყიდა.

 

"ტრამპი თავის ეგზოტიკური შემოტევების დროს კი ამბობს ხოლმე, რომ ახლო აღმოსავლეთში რა დაგვრჩენია, მხოლოდ ქვიშააო, თურქებმა, რუსებმა და ირანელებმა ქვიშით ითამაშონო, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც მე ვუყურებ, ახლო აღმოსავლეთში ცარიელი ქვიშის ამარა მხოლოდ ამერიკელები რჩებიან. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაში, იმიტომ, რომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ნავთობისა და გაზით უმდიდრესი რეგიონის მიმართ ინტერესს კარგავს, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ აშშ-მა და ნატო- შენს მიმართ ინტერესი შეინარჩუნონ. ნატო-ში პირველ ვიოლინოდ იყო და რჩება აშშ, ჩვენთვის გადამწყვეტი აშშ-მხარდაჭერის მოპოვებაა, ამ პირობებში, როდესაც ის უმდიდრეს რეგიონს თმობს და ფაქტობრივად რუსულ თამაშს თამაშობს, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას?", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner