logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: არ გვახსენდება, ლომჯარიას ერთი ამბავი აეტეხოს - მანიაკმა სააკაშვილმა და პაპუასმა ლევან თარხნიშვილმა არჩევნები გააყალბესო!
- +

12 თებერვალი. 2020. 18:58

 

„ლომჯარია სულ ნაცსექტანტთა ბასტიონს ამაგრებდა “, - ამის შესახებ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„თავიდან ნინო ლომჯარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ასისტენტი გახდა, შემდეგ - იურისტი, ხოლო სულ ბოლოს, კერძოდ, 2008-2010 წლებში - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი.

 

სწორედ 2008 წელს უსინდისოდ გაყალბებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა აგვისტოს კატასტროფა და საშინელი ომი, რომელიც თავისი უმძიმესი შედეგებით საქართველოს დღემდე სულს უხუთავს და გასაქანს არ აძლევს. რაღაც არ გვახსენდება, „ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელს ნინო ლომჯარიას ქოში უკუღმა ეყაროს და ერთი ამბავი აეტეხოს - არიქა, მანიაკმა სააკაშვილმა და პაპუასმა ლევან თარხნიშვილმა არჩევნები გააყალბესო! პირიქით, ლომჯარია სულ ნაცსექტანტთა ბასტიონს ამაგრებდა და რასაც სააკაშვილი და ბოკერია ხმამაღლა არ თუ ვერ ამბობდნენ, სწორედ იმას ახმოვანებდა“, - წერს ჩუბინიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner