logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ნიკა გვარამია შიზოფრენიით იტანჯება!
- +

14 სექტემბერი. 2020. 21:54

 

 

„მთელი მისი სამარცხვინო საქმიანობა – მიკროფონით მტკვარში სირბილი, პირბადეებთან დაკავშირებული სკანდალი და ყველა დანარჩენი უბედურება, გამოწვეულია მისი უმძიმესი ფსიქოემოციური მდგომარეობით, კერძოდ, შიზოფრენიით!“ - ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განუცხადა.

 

„როგორც ჩემი მეგობარი ექიმები – აღიარებული სპეციალისტები მარწმუნებენ, ნიკა გვარამია შიზოფრენიით იტანჯება! მთელი მისი სამარცხვინო საქმიანობა – მიკროფონით მტკვარში სირბილი, პირბადეებთან დაკავშირებული სკანდალი და ყველა დანარჩენი უბედურება, გამოწვეულია მისი უმძიმესი ფსიქოემოციური მდგომარეობით, კერძოდ, შიზოფრენიით! ქრისტიანი კაცი ვარ და ცუდს მაინც არ ვუსურვებ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს – ნიკა გვარამია ერთ უიღბლო დღეს თავის უბედურ სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებს ან ხონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდება, სადაც, ალბათ, კაკო ბობოხიძე მიხედავს... სხვა გამოსავალი არ არის, რადგან თბილისში საგიჟეთი მამუკა ხაზარაძემ დაანგრია!“ - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner