logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს
- +

19 მაისი. 2017. 22:11


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე ისაუბრა.

 

„მაგალითად, თუ დღეს მძღოლმა იცის, რომ წითელზე გავლა არის ფულად ჯარიმაში, შეიძლება ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე უღირდეს - მძღოლი დაარღვევს და უფრო ნაკლებად დაფიქრდება, უქმნის თუ არა სხვას საფრთხეს. 1-ელი ივლისიდან შემოვიღებთ დამატებით კომპონენტს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მძღოლების ფსიქოლოგიური განწყობა და დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების წესების მიმართ. მძღოლი დაინახავს, რომ ფულადი ჯარიმის გარდა, ნებისმიერი დარღვევა არის საფრთხე მისი მართვის მოწმობებისთვის. მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და, შესაბამისად, გვგონია, რომ ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

right_banner
არქივი
right_banner