logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: მაშინ ყველას ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხუმრობდა...
- +

18 აპრილი. 2016. 23:17


„ქართული ოცნების" წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით კოალიციამ მისი დაფუძნების დღიდან- დღემდე ყველა თავისი გეგმა განახორციელა.


ჯაჭვლიანი გადაცემა „პრიორიტეტში" საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც საუბრობს:

 

„ბიძინა ივანიშვილი როდესაც გამოჩნდა, მან განაცხადა რომ მე ერთი წლის თავზე მოვალ არჩევნების გზით ხელისუფლებაშიო. ზუსტად 8 თვის თავზე თბილისში ნახევარი მილიონი კაცი გამოვიდა, ჩვენ იმ დღესვე შეგვეძლო ესენი წაგვეშალა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ბრძანა- არავითარ შემთხვევაში, არჩევნების გზით!

 

სანამ მოვიდოდით ხელისუფლებაში და კოალიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში, მანამდე განაცხადა ბატონმა ბიძინამ. მაშინ ყველას ეგონა, რომ ხუმრობდა. მე წელიწადნახევარში გადავდგები და ხელისუფლებიდან წავალო. ხომ წავიდა? მაშინ მოგვიწოდა, რომ ყველას გაგვენაწილებინა პასუხისმგებლობა.

 

როდესაც დღეს ლაპარაკობენ რომ ვის დააყენებენ, სიებში ვინ იქნება და ა.შ. 2012 წლის დეკემბერი იყო, როდესაც ჩვენ ამნისტია მივიღეთ,  დაახლოებთ ერთი კვირის შემდეგ ჟურნალსიტი მეკითხება თუ როგორ ვგრძნოდი თავს პარლამენტში. მაშინ მე ვუპასუხე, რომ კოალიციაში სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩვენები. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ მინიმუმ 90% იყო კოალიციის."- განაცხადა ჯაჭვლიანმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×