logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: გრანტის გამო ყველაფერზე ხომ არ უნდა წახვიდე?
- +

19 აპრილი. 2016. 00:29


„ახლაც ვკითხავ მოსახლეობას- სჭირდებათ ფატიანი და ბანჯგვლიანი კაცები ოჯახში პატარძლებად?!"- ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.


მეჭიაურის თქმით, არასამათავრობო ორგანიზაციები გრანტის გამო ყველაფერზე მიდიან.


ეს არის მოცემულობა, იმან  ფატა რომ დაიხურა, თავად დაიხურა, მე კი არ დავაფარე. თქვენ თუ გჭირდებათ თქვენს ოჯახებში თქვენ გრანტიჭამიებო, გრანტის გამო ყველაფერზე ხომ არ უნდა წახვიდე?

 

გინდა დაქორწინდნენ და გინდა ფატა გაიკეთონ, მაგრამ ეკლესიამ, რომელიც ჯვარს წერს, უნდა განსაზღვროს ეს ყველაფერი. არავის აქვს უფლება ეკლესიის საქმეებში ჩაერიოს."- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×