logo_geo
eng_logo
„მინდოდა ხასიათის და განწყობის წარმოჩენა“ – ილიკო სუხიშვილი კრიტიკას ეხმაურება
- +

18 იანვარი. 2018. 16:54



„სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ანსამბლის ახალი ცეკვის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, ცეკვაში ელექტრონული მუსიკის ელემენტები ეროვნულ მოტივებს არ ეწინააღმდეგება.


ილიკო სუხიშვილმა „რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პროექტი „ცეკვა ქართული" ჯერ ექსპერიმენტულია, თუმცა მის გაგრძელებასა და განვითარებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, ახალი ცეკვის მიზანი განწყობის წარმოჩენაა, რომელიც მოცემულ დროს ერგება.

 

„არ მინდოდა კონკრეტული ხალხის, კუთხის ან თუნდაც ისტორიის, ციხესიმაგრის გადარჩენის ისტორიის მოყოლა. [მინდოდა] უფრო ხასიათის და განწყობის გადმოტანა. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა ქართველი გოგო და ბიჭი ქართულს შინაგანად როგორ ცეკვავენ?

 

...თუ ქართველი ახალგაზრდა ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე მოძრაობს, როგორც თვითონ, იდენტურად და არა სხვა ვინმე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ქართული არ არის. არ არის აუცილებელი, ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრას. ჩემთვის ეს პროექტი იმდენად ცოცხალია, რომ მინდა, განვითარდეს და არასდროს გამოვტოვებ შანსს, რომ წარმოვადგინოთ სხვადასხვა სახით", - ამბობს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.


ცეკვა ელექტრონული მუსიკის მოტივებზე 13 იანვარს, კლუბ „რესპუბლიკაში" შესრულდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქართულ ცეკვაში სიახლე მოიწონა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მას ტრადიციულ ქართულ ცეკვასთან საერთო არაფერი აქვს.

 

 










 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner