logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: აზარტულ თამაშში უნდა ჩაერთოს უცხოელი და არა საქართველოს მოქალაქე
- +

3 აპრილი. 2018. 12:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების 20-25% აზარტულ თამაშებშია ჩართული, რაც დეპუტატის შეფასებით ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემები. ამიტომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იქნება, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული იყოს არა საქართველოს მოქალაქე, არამედ უცხოელი.


„სახელმწიფო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, რომ ეს აზარტული ბიზნესი შევზღუდოთ. ძირითადი მომხმარებელი იქნება უცხოელი ვიზიტორი", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოში აზარტული თამაშები აღარ არის გართობა: „ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების - სუიციდი, განქორწინება , კრიმინალი, გაღარიბება, ნერვები...".


თამაშებში საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული, განსაკუთრებით მძიმე სურათია არასრულწლოვანების ჩართულობის თვალსაზრისით.


„არასრულწლოვანებს ძალიან დიდი წვდომა აქვთ. მაგალითად, ონლაინ სივრცეში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, ე.წ. ფეიბოქსების საშუალებით შეიტანონ თანხა და შედიხარ იმ მოჯადოებულ წრეში, სადაც მოგებული არ მინახავს. მე შეიძლება, დიდი აზარტით არ გამოვირჩევი, მაგრამ ამ ქალაქში გაზრდილი ვარ და ვიცი, რაც ხდება", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×