logo_geo
eng_logo
არაადამიანური მოპყრობის საქმეში აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს - რა მოხდა მარნეულში?
- +

13 ივნისი. 2018. 13:51

 

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სკანდალურ საქმეში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულემიანოვიც ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

 

„ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულ მოქალაქეზე ზეწოლას სულეიმანოვიც ახორციელებდა, რომელიც, როგორც ირკვევა, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბაზოვის ახლო მეგობარია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა აზერ სულეიმანოვის დაკავებაც“, - წერს „პრაიმტაიმი“.

 

აზერ სულეიმანოვი  გახლდათ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

 

შეგახსენებთ, ამ საქმეზე თანამდებობიდან გათავისუფლდა და პასუხისგებაში მიეცა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

 

მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ფაქტზე დაიწყო, სადაც მარნეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტია ასახული.

 

მომხდარის შესახებ სპეციალური სიუჟეტი სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა, რითიც ირკვევა, რომ მოქალაქის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას წინ უძღოდა მისი მხრიდან ასევე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×