logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: თუ არ მოხდება სააკაშვილის განეიტრალება, ქართველი ხალხი მუდმივად საფრთხის ქვეშ დარჩება
- +

8 დეკემბერი. 2018. 21:45

 

 

„სააკაშვილის ხროვისგან მომდინარე საფრთხეები ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა აღიაროს. ებრაული კომპანია GCI- ს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“,ამის შესახებ თბილიის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა , ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველო წარმომადგენლობის დირექტორმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

 

„ჩანაწერის ავთენტურობა, რომელშიც სააკაშვილი და თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობენ, ყველაზე მაღალი დონის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში დადასტურდა. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა - მან უნდა შეძლოს, რომ ებრაული ავტორიტეტული კომპანიის მიერ საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მხილებული სახელმწიფო დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია - განსასჯელის სკამზე დასვას! პირდაპირ გეუბნებით და ასე დაწერეთ: თუ არ მოხდება სააკაშვილის განეიტრალება, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხიც მუდმივად საფრთხის ქვეშ და მის სამიზნედ დარჩება!“  - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×