logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ხომ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის სასამართლოში გედენიძე და აბდალაძე რომ მისულიყვნენ, რა მოხდებოდა?!
- +

15 დეკემბერი. 2018. 00:01

 

„ხომ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის სასამართლოში ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე რომ მისულიყვნენ რა მოხდებოდა?!“ - ამის შესახებ მედია ჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

როგორც მამაცაშვილმა დასძინა, „ვერასდროს ვერ წავალთ წინ თუ კანონის უზენაესობა არ მოხდა!“.

 

„დღევანდელმა კი გამოიტანა და შედეგიც დადო, მაგრამ განაჩენი კიდევ არ არის საკმარისი. ვერასდროს ვერ წავალთ წინ თუ კანონის უზენაესობა არ მოხდა!“ , - აღნიშნა მამაცაშვილმა.

 

მან ასევე 26 მაისის აქცია გაიხსენა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მომიტინგეები დაარბიეს. მამაცაშვილის განცხადებით ექს-პრეზიდენტს დღემდე არ აღძრულა საქმე.

 

„როდესაც, 26 მაისი თემაზე ვსაუბრობთ, სადაც მეც არაერთი ნატყვიარი მქონდა, სწორედ ირაკლი გედენიძის თაოსნობით გადავრჩი და მე სამართალი ვერ მიპოვნია. სააკაშვილზე დღემდე არ არის საქმე აღძრული, თუნდაც ამ შოთაძის პროკურატურის პერიოდში. არ აღძრეს საქმე სააკაშვილზე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა - „დიახ კარგად დაარბის, 26 მაისის მიტინგი პოლიციელებმა! დიახ, პრემიები ეკუთვნით მათ!“ ამ განცხადების გამკეთებელი კაცი, როგორ შეიძლება დაუსჯელი იყოს?!“ - დასძინა მამაცაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×