logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: სასწრაფოდ მოაშორეთ კოღუაშვილი „ქართულ ოცნებას“!
- +

24 მაისი. 2016. 00:55



„კატეგორიულად მოვითხოვ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან და პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან - სასწრაფოდ მოაშოროს კოღუაშვილი „ქართულ ოცნებას", თუ არადა მე, რეზო ამაშუკელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნებში ერთი ხმაც ვერ მიიღოთ", - აღნიშნული განცხადება პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა, სადაც კოღუაშვილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს.



მისი თქმით, კოღუაშვილს ამგვარი განცხადებების კეთებისას მეტი დაფიქრება მართებდა.


 

„მაგ კოღუაშვილმა ენას კბილი დააჭიროს და კარგად დაფიქრდეს, რას ლაპარაკობს! ვინ ბრძანდება, გუშინ მოეთრა და დღეს უკე თამაზ მეჭიაურზე, გოგი თოფაძესა და სოსო ჯაჭვლიანზე ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებაში" არ უნდა იყვნენო. ისინი ნაღდი ქართველები არიან და თავად კოღუაშვილი არაა ღირსი იყოს იქ, სადაც ნამდვილი ქართველები არიან", - განაცხადა ამაშუკელმა.


http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=243





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×