logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დღესაც ხელს მოაწერდა
- +

11 მარტი. 2019. 11:50

 

 

„იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მუქარის წერილის ავტორმა ნახა, რომ მისი მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდა, ხომ არ იფიქრებდა, რომ ხაზარაძე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზეც თანახმა იყო, ბიზნესმენმა უპასუხა:

 

„როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „TV-პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner