logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბესელია, გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე რატომ წავიდნენ გაუგებარია...
- +

9 აპრილი. 2019. 22:59

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პარტიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და  ძველი თანაგუნდელების წასვლა გადაცემა „პირისპირ“-ის ეთერში შეაფასა.

 

ივანიშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ წავიდნენ გუნდიდან ბესელია, გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

 

„ემოციურობა „ქართულ ოცნების“ გუნდში დღესაც შეიმჩნევა. პროცესები, რომლის მართვასაც მე ვაპირებ ამ ბოლო თვეების განმავლობაში იყო დაფუძნებული ძალიან დიდ ემოციებზე. მთელ საპარლამენტო გუნდში,  დაბნეულობა იგრძნობოდა გუნდში. მე დამჭირდა მრავალჯერადი, ხანგრძლივი შეხვედრა და მგონი მივიღეთ. შედეგი იყო ის, რომ პრაქტიკულად ვინც წავიდა და ვინც ძირითადად ემოციებით ცდილობდა, რომ მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში, რეალურად ხანგძლივი საუბრების შემდგომ, გამოიკვეთა 3 ადამიანი, მეოთხე დაემატა ცოტა გვიან, სოციალისტები არ მყავს მხედველობაში, მათ დატოვეს გუნდი და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია. ბესელია, გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე დღესაც გაუგებარია ჩემთვის რატომ შეუერთდა ამ გუნდს, ის არ მონაწილეობდა ამ პოლემიკებში და რატომ შეუერთდა ამ გუნდს ჩემთვის გაუგებარია, ისევე როგორც საზოგადოებისთვის.

 

მე მინდა შევჩერდე წასვლის მიზეზზე. ჩემი აზრით მიზეზი არ ჰქონდათ, ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ და გაჩვენებთ რა მაქვს მხედველობაში. ზოგადად როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა , რომ საკუთარი გუნდი დატოვოს ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა, თუმცა ამ მხრივ მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა,  მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი, საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ასახელებდნენ და  ასახელებდნენ იმას, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო ახსოვს საზოგადოებას.

 

გახსოვთ, წლის ბოლოს იუსტიციის საბჭოდან შემოიტანეს 10 მოსამართლის განცხადება, ამას პარლამენტში ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მე მახსოვს ერთ დღეს მომიწია ორ ჯგუფთან შეხვედრა, 30 კაცი იყო ერთ ჯგუფში , მეორეში 15-20 კაცი. ემოციურობა იყო ძალიან ბევრი, ჩვენ გვქონდა პოლემიკა. დაჟინებით ითხოვდნენ რომ სწრაფად არ განხილულიყო ეს სია და მათში ეს სამეული შეიძლება ვთქვათ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რასაც ესენი იჩემებენ და მეც არ ვუკარგავ ამას. ორი თუ სამი დღის პოლემიკის შემდგომ მთელი გუნდი დარწმუნდა ,მრომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და გააკეთა განცხადება როგორც კარგად გახსოვთ, რომ არ განიხილება წლის ბოლომდე, ამის შემდგომ დამტკიცების და განხილვის ფორმაზე იყო დიდი პოლემიკა. ამ პროცესში თვითონ მოსამართლეებმა გაიწვიეს საკუთარი განცხადებები უკან, რამეთუ პროცედურულად სხვანაირად არ შეიძლებოდა,  პარლამენტს არ შეეძლო ის უკან გაეგზავნა, ასეც მოხდა. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღია კარის მტვრევას. თქვენ გახსოვთ ამას მოჰყვა ბესელიას გადადგომა, შემდგომ ძალიან გაურკვეველი პროცედურებით გადამდგარი ბესელია ცდილობდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×